ირაკლი ბერაია: გვქონდა მოლოდინი, რომ ვენეციის კომისიიდან მოვიდოდა სამართლებრივი დასკვნა, ამის ნაცვლად მივიღეთ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები – თურმე, გამჭვირვალობა არის ცუდი, რაზე ვსაუბრობთ?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას არცერთი პუნქტი ან მუხლი არ დაუსახელებია, რომელია ცუდი ან რატომ.

“გვქონდა მოლოდინი, რომ ვენეციის კომისიიდან მოვიდოდა სამართლებრივი დასკვნა, თუმცა ამის ნაცვლად მივიღეთ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები და ისიც, როგორი სახის – თურმე, გამჭვირვალობა არის ცუდი. რაზე ვსაუბრობთ?! არანაირი სამართლებრივი შეფასება ამ კანონთან დაკავშირებით არ ყოფილა. არცერთი პუნქტი ან მუხლი არაა მითითებული, რომელია ცუდი ან რატომაა ცუდი ან რა უნდა გამოსწორდეს, რომ ცუდი არ იყოს. ასეთი შეფასებები არ გაუკეთებიათ”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები