რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ გამჭვირვალობა არის სტანდარტი, რომელიც თანამედროვე გამოწვევების ფარგლებში საუკეთესოდ იცავს დემოკრატიას

მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი საფრანგეთის სენატის მიერ უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა.

„ფაქტია, რომ გამჭვირვალობა არის სტანდარტი, რომელიც თანამედროვე გამოწვევების ფარგლებში საუკეთესოდ იცავს დემოკრატიას. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ საფრანგეთში უკვე სენატმაც დაუჭირა მხარი ამ პროექტს, თანაც მისი შინაარსი და ბუნება გაცილებით უფრო მკაცრია ვიდრე ქართული ანალოგი და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია ჩვენი მოსახლეობისთვის ის ორმაგი სტანდარტი, რასაც ცალკეული აქტორების მხრიდან ვხედავთ, რომ ჩვენთან გამჭვირვალობა თურმე საერთოდ არ არის საჭირო და სხვაგან პირიქით – ეს არის გარდაუვალი დემოკრატიის დასაცავად. ვერავინ აგვიხსნა რატომ არის ასე. ვერც აგვიხსნიან, ვინაიდან ეს არის რეალობა და, შესაბამისად, ფაქტია, რომ გამჭვირვალობის პროექტს ალტერნატივა არც საფრანგეთში და არც საქართველოში არ გააჩნია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები