„აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან განცხადება არასერიოზული იყო გამომდინარე იქიდან, თუ ვინ გააკეთა ეს განცხადება. ამ განცხადების გამკეთებელი. ამ წინადადებებს ჯერ რეალური მსვლელობა არ მისცემია, მაგრამ თუკი მსგავსი საკითხები სერიოზულად განიხილება, ინიციატივა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო დეპარტამენტიდან უნდა წამოვიდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ პირველ ეტაპზე ეს წინადადებები ამ კონკრეტულ კონგრესმენს ათქმევინეს, ასე ვთქვათ, ნიადაგი მოსინჯეს, რეალურად კი ამ წინადადებების გაჟღერებით ჩვენს რეაქციას ელოდებიან, რათა შემდეგი ნაბიჯები დაგეგმონ.
ჩვენი პასუხი მარტივია: ხსენებული კანონებიდან არც ერთს არ გავიწვევთ უკან და მათ მივიღებთ, რადგან ისინი  ჩვენი სამშობლოს თვითმყოფადობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის გარანტიაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ კანონებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის და თვითმყოფადობის განმტკიცებითვის,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.