მიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით შემოიფარგლა

მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით [შემოიფარგლა], – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

„ვენეციის კომისიის პრეროგატივა სამართლებრივი თემაა ყოველთვის და სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული ჩემი კოლეგების, იურისტების მხრიდან. ყველა ადევნებდა თვალყურს თუ რა ცვლილებები განხორციელდა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელზეც აქცენტი ჰქონდათ გაკეთებული. ასევე მთელმა საქართველომ იხილა აქციები, რომელზეც ასევე იყო აქცენტი. მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით [შემოიფარგლა]. რომელი მუხლი ზღუდავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, რაში გამოიხატება სტიგმატიზაცია? მუხლობრივად ვერცერთი ვერ დაასახელეს. თუ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო თავად აღიარებს, რომ არასამთავრობოების გამჭვირვალობა მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მაშინ ეს ყველაფერი ჩვენთან მიმართებით სად არის? გასაკვირი არ არის, ის რომ ჩვენ უკან არ ვიხევთ და პრინციპულად ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს კანონი იყოს მიღებული, რომელიც ჩვენ უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესს სჭირდება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამას შანტაჟის სახე ექნებოდა. თავად აღიარებენ, რომ ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს ყოველთვის, ისიც სამართლებრივს. დავინახეთ, რომ მასზეც კი მოხდა რეაგირება; საგარეო საქმეთა მინისტრების აქ ჩამოსვლა – ეს ხომ არ ჯდება არანაირ წესში? იყო კონგრესმენის მიერ შანტაჟის ენაც. დღეს კიდევ გაჟღერდა ის, თითქოს ჩვენ რიგებში არიან კრემლის აგენტები, მათ ეს ინფორმაცია აქვთ და გაამჟღავნებენ. ეს რას ნიშნავს? ამ კანონის ირგვლივ რამხელა ვნებათაღელვაა, რატომ არის ასეთი ზეწოლა? რატომ არ უნდათ, რომ გამჟღავნდეს და იყოს გამჭვირვალე არასამთავრობოების დაფინანსება უცხოური ძალებისგან?“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები