მიხეილ ყაველაშვილი: ეს რადიკალური ფრთა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან იმის, თუ რა შანტაჟი განხორციელდება, რომ შემდეგ ამ ინსტრუქციით იხელმძღვანელონ

ევროკავშირი, ან რუსეთი – არჩევნებზე საკითხი ასე არ უნდა იდგას. ასეთ დამოკიდებულებას უნდა გავემიჯნოთ. უნდა აირჩიო შენთვის სასარგებლო ხელისუფალი. ჩემი მოქალაქე მინდა, რომ იყო მრავალმხრივად ინფორმირებული. თავად განსაჯოს, აზროვნებდეს, კითხვებს სვამდეს, როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერი მიმართულებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს იმის ძალა, რომ ვინმეზე მოვახდინოთ ზემოქმედება. შეხედეთ რა ხდება უკრაინაში. სად არიან ეს ადამიანები დროშებით ხელში რომ გამოდიოდნენ და ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებდნენ? მაშინ უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო უკრაინა, თუ ახლა? ერთხელ მაინც ახსენეს უკრაინა? ხომ ხედავთ, რომ ეს რადიკალური ფრთა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან, რა შანტაჟი განხორციელდება, რომ შემდეგ ამ ინსტრუქციით იხელმძღვანელონ. ჩვენ ეს სივრცე უნდა გავაჯანსაღოთ. ვენეციის კომისიის დასკვნაზე – ჩემ ახალგაზრდა კოლეგას, სალომე ქურასბედიანს სწორედ ევროპაში აქვს განათლება მიღებული და სწორედ ესაა ევროპულობა, რომ შენ თუ ხედავ, რომ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც სიმართლეს და სამართალს უნდა ემსახურებოდეს და უხვევს თავისი ხაზიდან, სწორედ ესაა პრინციპულობა და ევროპულობა, რომ გააკრიტიკო და დაანახო, რომ არასწორია. ასეთი მოქალაქე მინდა მყავდეს საქართველოში და არა ისეთი, ვიღაცა რომ დამიძახებს გინდა თუ არა გადაატრიალე შენი ქვეყანა და ამ მიმართულებით წადიო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები