სახალხო დამცველი: ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში – ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება კიდევ უფრო მიუღებელია
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ წევრი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ეხმაურება.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის დამუნათება, ე.წ. დაბულინგება განსხვავებული პოლიტიკური თუ ნებისმიერი მოსაზრების გამო.
„მით უმეტეს როდესაც საუბარია ქალებზე. ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“.