რატი იონათამიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გამჭვირვალობა და გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ახლა უკვე ამ ყველაფერს თურქეთიც ემატება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე. ახლა უკვე ამ ყველაფერს თურქეთიც ემატება. ცხადია, აქაც იგივე გამოწვევების წინაშეა საუბარი და საინტერესო იქნება ცალკეული აქტორების შეფასებები ამ მხრივ, ვინც საქართველოსთან მიმართებაში აშკარად ორმაგ სტანდარტს ამჟღავნებდა და ცდილობდა, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარეულიყო“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები