ნინო წილოსანი: ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად არის ის გზა, რომლისკენაც მივდივართ, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ქვეყანამ არ დაკარგოს ღირსება

“სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნითაც ისტორია მეორდება და ადამიანები, რომლებიც თავიანთი მიდგომებით, დამოკიდებულებებით ყიდიან ქვეყანას, რეპუტაციულად აზიანებენ, არასწორ ინფორმაციას, ანტიკამპანიას აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ღირსება არ დაკარგოს.

„საქართველომ უსამართლოდ და კონკრეტული პოლიტიკური მიზნისთვის ვერ მიიღო თავის დროზე კანდიდატის სტატუსი. მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას ეს ყველანაირი წინაპირობის და მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე გადაეცა. ლოგიკური იყო მას შემდეგ ყველა ქართველის განცდა და განწყობა, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ და უსამართლობაა, რომ არ მივიღეთ. იგივე განცდა გვაქვს ახლაც. ჩვენ მოლაპარაკებების გახსნაც გაცილებით ადრე დავიმსახურეთ.

ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი მიზანი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად არის ის გზა, რომლისკენაც მივდივართ, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ქვეყანამ არ დაკარგოს ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უღირსი ფორმებით. სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნითაც ისტორია მეორდება და ადამიანები, რომლებიც თავიანთი მიდგომებით, დამოკიდებულებებით ყიდიან ქვეყანას, რეპუტაციულად აზიანებენ, არასწორ ინფორმაციას, ანტიკამპანიას აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ, ქართულ კანონს აცხადებენ რუსულად, მთელი ამ ბინძური პროცესების ავანგარდში არიან. ამ ადამიანებს ისევე, როგორც ისტორიულად, არ მიეცემათ საშუალება, რომ ქვეყანა რაღაც კუთხით შეაფერხონ წინსვლაში“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები