რუსეთმა უკრაინას, კატარის შუამავლობით, კიდევ ექვსი ბავშვი გადასცა.
ამის შესახებ რუსული მესია წერს.
გადაცემული ბავშვების ასაკი 6-დან 17 წლამდე მერყეობს, მათ შორის ორი ძმაა.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემით, 2022 წლიდან ქვეყნიდან რუსეთში 19 ათასზე მეტი ბავშვია გაყვანილი.
გარდა ამისა, კიდევ 10-12 ათასი ბავშვი დასასვენებელ ბანაკებსა, თუ სხვა ინსტიტუციებშია გაყვანილი.