გიორგი ცუცქირიძე: ერთი კონგრესმენის ინიციატივაზე ამბის ატეხა ხაზს უსვამს ოპოზიციური ველის ამორტიზირებულ და დრომოჭმულ ხასიათს, პროვინციალიზმის გამოვლინებაზე უფრო მიუთითებს

ერთი კონგრესმენის ინიციატივაზე ერთი ამბის ატეხა ხაზს უსვამს ოპოზიციური ველის ამორტიზირებულ და დრომოჭმულ ხასიათს და პროვინციალიზმის გამოვლინებაზე უფრო მიუთითებს! – ასე ეხმაურება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ სტატიას.

როგორც ეკონომისტი სოციალურ ქსელში წერს, ეს რომ ორპარტიული მხარდაჭერის აქტი იყოს, თუნდაც საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით, სადაც იქნებოდა მოწოდება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციაზე და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე, იქნებოდა სამართლიანიც და პოლიტიკურად მიზანშეწონილიც.

„„ის პროცესები, რაც ახლა დასავლეთის დემოკრატიაში მიმდინარეობს, ძალიან ემსგავსება რომში მომხდარ მოვლენებს, ზუსტად ასე დაეცა რომის იმპერია“ – ფრენსის ფორდ კოპოლას ეს შეფასება ასახავს იმ სამწუხარო რეალობას რასაც აქაც ვხედავთ და პროცესებს რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება. ამხელა მეტროპოლია და მსოფლიო მეგაგიგანტი, რომ ერთი კონგრესმენის ინიციატივით ფიქრობს პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იმაზე ხომ მაინც უნდა დაფიქრდნენ თუ რა ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანასთან აქვთ საქმე. პრობლემა, რომ ქვეყნის გეოგრაფიულ სიდიდეში არ არის, არაერთი ქვეყნის მაგალითზე მოჩანს. დაძაბულობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორ ისრაელთან ამის მაგალითია და როგორც ჩანს ავღანურმა ფიასკომაც ვერაფერი ასწავლათ!

ეს რომ ორპარტიული მხარდაჭერის აქტი იყოს, თუნდაც საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით, სადაც იქნებოდა მოწოდება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციაზე და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე, იქნებოდა სამართლიანიც და პოლიტიკურად მიზანშეწონილიც, რაც აქეთა მხრიდანაც ადეკვატურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანდა საჯილდაო ქვად ქცეული კანონის გამოწვებითაც კი!

აღარ ჩამოვთვლი იმ ქვეყნების ნუსხას, შედარებით დემოკრატრატიულსაც და ნაკლებად დემოკრატიულსაც ვისთანაც აშშ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, მათ შორის ტაივანთანაც კი, რომელსაც ოფიციალურად არ აღიარებს დამოუკიდებელ იურისდიქციად, რომელ სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი!

ამ ქვეყანამ რომის იმპერიაც მოინელა, რომელსაც დღევანდელ ვაშინგტონზე არანაკლები გავლენა ჰქონდა მსოფლიოზე, თუ მეტი არა და რომის მერე, ასევე არაერთი დიდი იმპერიის ზეწოლასაც გაუძლო!

ახლა ერთი კონგრესმენის ინიციატივაზე ერთი ამბის ატეხა ხაზს უსვამს ოპოზიციური ველის ამორტიზირებულ და დრომოჭმულ ხასიათს და პროვინციალიზმის გამოვლინებაზე უფრო მიუთითებს!

თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორის და ინტელექტუალის ამ პოსტის დასაწყისში მოყვანილი სიტყვები კი ახალი მსოფლიო არქიტექტურის გნებავთ ერის დადგომაზე მიუთითებს, სადაც ჩვენი ადგილიც მოიძებნება თუ ჭკუით ვიქნებით!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები