ნინო ფოჩხუა: უცხოური ჩარევა ევროპის პრობლემაც ყოფილა, ამიტომ არის, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც მეორეჯერ აპირებს კენჭისყრას მომავალ არჩევნებში, საკუთარი გამარჯვებისთვის საკვანძო საკითხად უცხოური ჩარევის აკრძალვის კამპანიას აანონსებს

როგორც აღმოჩნდა, მარტო ჩვენთან არ ყოფილა უცხოური ჩარევა პრობლემა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, ევროპის პრობლემაც ყოფილა და ამომრჩევლისთვის მეტად მნიშვნელოვანი, ამიტომ არის რომ დღევანდელი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ ლაიენი, რომელიც მეორეჯერ აპირებს კენჭისყრას ევროკომისიის მომავალ არჩევნებში, საკუთარი გამარჯვებისთვის მთავარ საკვანძო საკითხად ზუსტად უცხოური ჩარევის აკრძალვის კამპანიას აანონსებს, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ის სვამს კითხვას, ამ ფონზე, რატომ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი და ხომ არ არის დაკავშირებული ეს იმ “ომის პარტიასთან”, ვისზეც პირველად ხმა სწორედ ჩვენმა ქვეყნამ ამოიღო.

“როგორც აღმოჩნდა მარტო ჩვენთან არ ყოფილა უცხოური ჩარევა პრობლემა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, ევროპის პრობლემაც ყოფილა და ამომრჩევლისთვის მეტად მნიშვნელოვანი, ამიტომ არის რომ დღევანდელი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ლაიენი, რომელიც მეორეჯერ აპირებს კენჭისყრას ევროკომისიის მომავალ არჩევნებში, საკუთარი გამარჯვებისთვის მთავარ საკვანძო საკითხად ზუსტად უცხოური ჩარევის აკრძალვის კამპანიას აანონსებს.
მაშინ რა ხდება, რატომ ეს ორმაგი სტანდარტი, ხომ არ არის დაკავშირებული ეს იმ “ომის პარტიასთან,” ვისზეც პირველად ხმა ამოიღო ჩვენმა ქვეყანამ და რომლის ხმამაღლა თქმას ერიდებიან ევროპაში?
როგორც მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, ალბათ სულ მალე ყველა ქვეყანა მიიღებს ამ “ავადსახსენებელ რუსულ კანონს” და იქნებ დამშვიდდეს მსოფლიო და შეწყდეს ეს ხელოვნურად გამოწვეული ომები.” – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები