გოგა ხაინდრავა: შტურმი დაიწყო ქართველი ხალხის ნებაზე! შიგ ევროპაში თუ გინდა! უნდა აიტანო! ლგბტ დროშაც!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-დან ეხმიანება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებით:

“უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესში ევროსკავშირში მთავარი გამოწვევაა! საქართველოში ჩარევა კი არა შტურმი დაიწყო – ქართველი ხალხის ნებაზე! რწმენაზე! სახელმწიფო ინსტიტუტებზე! ეროვნულ ღირსებაზე! ქვეყნის მომავალზე! შიგ ევროპაში თუ გინდა! უნდა აიტანო! ლგბტ დროშაც!”,- წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, Politico აქვეყნებს ინფორმაციას: “ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები