რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხარკოვის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დაიკავეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა ერთ კვირაში, ხარკოვის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
საუბარია, ბორისოვკაზე, ბუგროვატკაზე, გატიშჩეზე, გლუბოკოეზე, კრასნოეზე, ლუკიანციზე, მოროხოვეცზე, ოგურცოვოზე, ოლეინიკოვოზე, პლეტენიოვკაზე, პილნაიასა და სტრელეჩიაზე.
უწყების ცნობითვე, რუსული ჯარები წინსვლას აგრძელებენ.
ამავე დროს, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რუსეთი ხარკოვის რეგიონის აღებას არ ცდილობს.