თამთა მეგრელიშვილი: ქვეყნისა და სარწმუნოების დასაცავად ხალხის ერთად დგომა პოლიტიკური და სულიერი სიბრმავით მავანთა ენაზე ითარგმნება, როგორც პრორუსული
„ქვეყნისა და სარწმუნოების დასაცავად ხალხის ერთად დგომა პოლიტიკური და სულიერი სიბრმავით მავანთა ენაზე ითარგმნება, როგორც პრორუსული. ამათთვის პატრიოტი, ერთ მუშტად შეკრული ხალხი ვართ მონები და თავად არიან ვატო წერეთლის თავისუფალი „ანგელოზები,” – ასე ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველს”, რომელმაც, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას „პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე” უწოდა.