ნინო ფოჩხუა – რომან გოცირიძეზე: კაცს რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, იმის მაგივრად სიცოცხლის ბოლომდე ამ საბანკო-საფინანსო სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სადარაჯოზე იდგეს სიცრუით ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას
“ერთი თვე გავიდა, რაც ხელისუფლებამ გამჭვირვალეობის კანონი ხელახლა შემოიტანა დღის წესრიგში. დესტრუქციული ოპოზიცია ყალყზე დადგა, პოლიტიკურად დღემდე აჯანჯღარებენ ქვეყანას, ეტყობა ვერ გაამართლა ამ პროცესმა. სწორედ ამიტომ გადავიდნენ ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც არის ბანკები და მთლიანად ეკონომიკა. მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ეკონომიკის ჩამოშლა. ვინ, ვინ და სპიკერად რომან გოცირიძეზე უკეთესს ვის მოძებნიდა ოპოზიცია. ისიც გამოაგორეს და დაიწყო ამ ფსკერის ფსკერგახვრეტილმა კაცმა სიცრუის ტირაჟირება“, – ამის შესახებ ნინო ფოჩხუა Facebook-ზე წერს.
ფოჩხუას შეფასებით, რომან გოცირიძე იმის გათვალისწინებით, რომ მას ეკავა ნებისმიერი ეკონომისტისთვის სანატრელი და საამაყო თანამდებობა, საბანკო-საფინანსო სექტორის უპირველესი დამცველი უნდა იყოს, თუმცა ამის ნაცვლად სიცრუით და შანტაჟით ძირს უთხრის ქვეყნის მდგრადობას.
,,ღმერთო, სადამდე დაეცა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი? ეს მატყუარა არაკაცი, თავის არაკაცობის ყველა სტანდარტსაც კი გადაახტა. კაცს, რომელსაც ეკავა ნებისმიერი ეკონომისტისთვის სანატრელი და საამაყო ისეთი უმაღლესი თანამდებობა, როგორიც არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაა, იმის მაგივრად სიცოცხლის ბოლომდე ამ საბანკო-საფინანსო სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სადარაჯოზე იდგეს და მისი უპირველესი დამცველი იყოს, სიცრუით და შანტაჟით ძირს უთხრის ქვეყნის მდგრადობას. პირიქით, ვინც არასწორ და ეკონომიკისთვის დამაზიანებელ აქცენტს აკეთებს, სისტემის პირველი დამცველი თვითონ უნდა იყოს. თუმცა რომან გოცირიძისგან არც მიკვირს. მან ისეთი კრიმინალური და უმსგავსო ცხოვრება გაიარა ეროვნულ ბანკში მუშაობისას და მის შემდეგაც, სხვას არც ველოდი მისგან…საკადრისი შეფასება აქვს მიღებული ქართველი ხალხისგან. გაშარჟებული ჰყავთ ეს ნაძირალა-ხან ულვაშას, ხან ქოსატყუილას, ხან ვირეშმაკას, გაქნილ აფერისტს და ხანაც კუპონას ეძახიან….მეტი სტატუსი რად გინდა“, წერს ფოჩხუა Facebook-ზე