პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ხარკოვის აღებას არ გეგმავს
რუსეთს ხარკოვის აღების გეგმა არ აქვს, – ამის შესახებ ჩინეთში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ამავე დროს ის ამბობს, რომ რუსული ჯარები ხარკოვის რეგიონში წინ მიიწევიან.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარის წინსვლის დასტაბილურება შეძლეს.
მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარი ხარკოვში 10 კილომეტრის სიღრმეში შევიდა.