პრემიერმინისტრმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერმინისტრმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას და ათათურქის მუზეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები