გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას არაფრის თავი აქვს, პარლამენტში კაკანებდნენ და ახლა მათ ქუჩაში ახალგაზრდები არ ალაპარაკებენ

ოპოზიციას არაფრის თავი აქვს, პარლამენტში კაკანებდნენ და ახლა მათ ქუჩაში ახალგაზრდები არ ალაპარაკებენ ,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოთხი უცხოელი მინისტრის ჩამოყვანა „ოპოზიციისთვის ბოლო გასროლა იყო“.

„ოპოზიციას რევოლუციის რესურსი რომ ჰქონდეს, ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეებს და ოთხ მინისტრს არ ჩამოიყვანდნენ და დააყენებდნენ რევოლუციურ სცენარზე. მათ არაფრის თავი არ აქვთ – პარლამენტში კაკანებდნენ და ახლა მათ ქუჩაში ახალგაზრდები არ ალაპარაკებენ. ოთხი მინისტრის ჩამოყვანა ოპოზიციისთვის ბოლო გასროლა იყო. უცხოური ძალა კარგად მიხვდა, რომ ჩვენ შევდექით, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პირველ არხთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები