მამაკაცს, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერმინისტრი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა ემუქრება

მამაკაცს, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს რამდენჯერმე ესროლა, ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს.

ამის შესახებ Markíza TV იტყობინება.

ეჭვმიტანილ იურაი ცინტულას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება, რასაც შესაძლოა, სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მოჰყვეს.

მედია იტყობინება, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს და მტკიცებულებები შეაგროვეს. დაკავებულია, მათ შორის, მანქანა, რომლითაც ცინტულა ქალაქში ჩავიდა. ჩხრეკა ჩატარდა მის სახლშიც, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

თავდასხმის მოტივი, სავარაუდოდ, მთავრობის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობას უკავშირდება.

ტელეკომპანიის ცნობით, ცინტულამ აღიარა, რომ თავდასხმა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა. მას თითქოს სურდა პრემიერის დაჭრა, მაგრამ არა მოკვლა. მამაკაცი ლეგალურად ფლობდა იარაღს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები