საფრანგეთი ახალ კალედონიაში პორტებისა და აეროპორტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯარს გზავნის
ახალ კალედონიაში საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მომხრეების მიერ დარბევების დროს 200-ე მეტი ადამიანია დაკავებული.
საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ახალ კალედონიაში ჯარისკაცებს გზავნიან “პორტებისა და აეროპორტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”. ამასთან, პირობა დადეს, რომ ქუჩებში ჯარისკაცები არ იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიაში არეულობის გამო დღეს ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს კიდევ ერთ სხდომას გამართავს.
მაკრონმა ახალი კალედონიის არჩეულ წარმომადგენლებს “ვიდეოკონფერენციის ფარგლებში აზრთა გაცვლა შესთავაზა”.
ახალ კალედონიაში აქციები 13 მაისს დაიწყო. შეტაკებისას, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული.