ედიშერ გვენეტაძე: დაწყებულია “მამულის, ენის, სარწმუნოებისათვის”, სუვერენიტეტისათვის ბრძოლა; საქართველოს ამ სუვერენიტეტის მოპოვებისათვის ქმედებებს სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი
„საქართველო ბრძოლას აწარმოებს ჩვენი დაუძინებელი მეგობრების მიერ თავსმოხვეული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ!“, – წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, დაწყებულია “მამულის, ენის, სარწმუნოებისათვის”, სუვერენიტეტისათვის წმიდათაწმიდა ბრძოლა! საქართველოს სახელმწიფოს ამ სუვერენიტეტის მოპოვებისათვის ქმედებებს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას სათავეში უდგას საქართველოს 21-ე საუკუნის ბოლივარი ბიძინა ივანიშვილი!
მისივე თქმით, ამ ბრძოლის ორგანული, შემადგენელი ნაწილია ხვალინდელი დღე, 17 მაისი-ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა ვუჩვენოთ და საქმით დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ტრიადის: მამული, ენა, სარწმუნოების!
„ სიმართლე ესაა!
საქართველო ბრძოლას აწარმოებს ჩვენი დაუძინებელი მეგობრების მიერ თავსმოხვეული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ!
ეს, რომ ასეა. მკაფიოდ და ნათლად გაცხადდა 2024 წლის 29 აპრილს!
თანამედროვე
ნეოკონოლიალიზმის ყველა დამახასიათებელი ნიშნები სახეზე გვაქვს!
1. საქართველოს სახელმწიფოს ფორმალურად ქცეული, მხოლოდ დეკლარირებამდე დაყვანილი დამოუკიდებლობა;
2. უკიდურესად შეზღუდული სუვერენიტეტი;
3. უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა უხეში და დამამცირებელი ჩარევა ქვეყნის შინაურ საქმეებში;
4. საქართველოს ეკონომიკის სრულიად დაქვემდებარება დასავლეთის მეტროპოლიაზე; მათ შორის უმთავრესის საფინანსო სისტემის საკუთარ ხელში ჩაგდება და ამით ქვეყნის რყევები!
5. რაც მეტროპოლიისათვის კარგია საქართველოსათვის არ შეიძლება და ცუდია;
6. მეტროპოლიის მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში სრულად ჰყავდეს, ამჟამად ქვეყანაში არსებული და მისი ინტერესების სრულად გამტარებელი მეხუთე კოლონა;
7. მეტროპოლიის აწ უკვე შეუნიღბავი სურვილი და რეალობა დაუნდობლად ებრძოლოს ტრადიციებს!
8. მეტროპოლიის მადესკრიტირებელი და დაუნდობელი ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ;
9. მეტროპოლიის გავლენის განუზომელი ზრდა განათლების სისტემის სრულად ხელში ჩაგდების და გაკონტროლებისათვის:
10. მეტროპოლიის მიერ აშკარა და მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებისათვის!
თუ საქართველოს მოსახლეობამ არ იბრძოლა მას ელის უახლოეს მომავალში:
ა) ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება;
ბ) უცხო ქვეყნებიდან ემიგრირებულთა საქართველოში ტერიტორიითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაკანონება!
ამ საქმეების წარმატებით განხორციელებაში მეტროპოლია ეყრდნობა ადგილობრივი ახალი ჰიბრიდული ჯიშის გამოყვანილ მოღალატეებს(ნაცმოძრაობა, გუბაზა, ელისაშვილი… და კომპრადორულ ბურჟუაზიას ხაზარაძის სახით ანუ ერთად აღებულ კოლექტიურ მეხუთე კოლონას!
მოკლედ ქვეყანა განსაცდელშია ისეთი და შეიძლება გარკვეული აზრით უფრო უარესში ვიდრე ეს იყო თურქ-სელჩუკების შემოსევისას!
ამიტომაც დაწყებულია “მამულის, ენის, სარწმუნოებისათვის”, სუვერენიტეტისათვის წმიდათაწმიდა ბრძოლა!
საქართველოს სახელმწიფოს ამ სუვერენიტეტის მოპოვებისათვის ქმედებებს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას სათავეში უდგას საქართველოს 21-ე საუკუნის ბოლივარი ბიძინა ივანიშვილი!
ვფიქრობ ამ ბრძოლის ორგანული, შემადგენელი ნაწილია ხვალინდელი დღე 17 მაისი-ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა ვუჩვენოთ და საქმით დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ტრიადის:
მამული, ენა, სარწმუნოების!
ღმერთი იყოს საქართველოს და მისი მოსახლეობის მფარველი!“-წერს ედიშერ გვენეტაძე.