ზურაბ ქადაგიძე – აქციის მონაწილეების და სამართალდამცავების კონტრასტულ ფოტოებზე: ეს იდეოლოგიური ალუზიის შექმნის მცდელობაა, ისევე როგორც მგალობელი ნეო-ლიბერალების ღამის თევა, აქციაზე დადგმული ქორწილები, პროტესტის დროს წიგნების კითხვა და შეტაკებებისას პიანინოზე შესრულებული კომპოზიციები
“ვისაც ეს აკერმანისეული ტვინის რეცხვის ხელოვნება ბუნებრივი გგონიათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ოღონდ მალე გამოხვალთ ამ იდეოლოგიური ბახუსიდან და გვიან არ აღმოჩნდეს სინანული, როდესაც აღმოაჩენთ თუ რა მასშტაბის ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს თქვენი ემოციები და როგორ გირეცხეს ტვინები. ნუ, თუ არ გამოფხიზლდებით, გილოცავთ, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და პრობლემაც აღარ შეგაწუხებთ!” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე წერს, რითაც ეხმიანება სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელებულ კონტრასტულ ფოტოებს, სადაც აქციის მონაწილეები ფერად, ხოლო სამართალდამცავები, შავ-თეთრ ფერებში არიან წარმოდგენილი.