სერბეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტისთვის სავარაუდოდ საფრთხეს წარმოადგენდა

სერბეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ალექსანდრე ვუჩიჩისთვის, სავარაუდოდ საფრთხეს წარმოადგენდა.

ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე, სომბორელი დ.მ. დააკავეს და 48 საათით ის პატიმრობაში დარჩება”,- განაცხადა მინისტრმა.

აღინიშნება, რომ მას შემდეგ, რაც 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოხდა, სერბეთის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცვლელი შეტყობინებები გამოჩნდა, რომ შემდეგი, შესაძლოა ალექსანდრე ვუჩიჩი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები