სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, „რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს“.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები