სლოვაკეთის შს მინისტრი: რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული ინფორმაცია „ეჭვმიტანილთან თავდაპირველ ინტერვიუს“ ეფუძნება.

„ეს მკვლელობის მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ეჭვმიტანილმა ამის გაკეთება საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე გადაწყვიტა“, – აღნიშნა მატუშ შუტაი-ეშტოკმა.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები