კახა კალაძე – აქციაზე უცხოელი დიპლომატების გამოსვლის შესახებ: გარედან არის მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა და პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში

გარედან არის მცდელობა იმის, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების წინაშე უცხოელი დიპლომატების გამოსვლას.

მისივე შეფასებით, ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა და პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში.

„რა თქმა უნდა, გარედან არის მცდელობა იმის, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია. ამის მაგალითი არიან თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. არ ვიცი ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და იმის ჩვენება, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა, ეს არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, პირობითად, ჩავიდეს ერევანში და გამოვიდეს ოპოზიციის აქციაზე? ეს რა დამოკიდებულება იქნება? ეს არის მეგობრობა? ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, – განაცხადა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები