ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრები საკანონმდებლო ორგანოსკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ. ისინი ამ წუთებში პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები