დავით ზილფიმიანი: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ესე თავხედურად შეურაცხყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი! – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი დღევანდელი პოზიციისა და წარსული მოღვაწეობიდან გამომდინარე, ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს რომ მე შეიძლება რაიმე ნეგატივი მქონდეს ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მიმართ, პირიქით!
სწორედ ამიტომ, მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ესე თავხედურად შეურაცხ-ეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი!
ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ჩვენთაგანი ჩასულიყო რომელიმე ჩვენს მეგობარ ევროპულ ქვეყანაში, პოლიტიკოსის რანგში და ჯერ მიტინგის სცენიდან გაელანძღა იმ ქვეყნის ხელისუფლება, ხოლო შემდეგ, საჯარო ინტერვიუთი ხალხისთვის ეთქვა, რომ თქვენი მრწამსითა და რელიგიით ბედნიერი მომავალი არ გექნებათო, წარმოიდგინეთ, რაც მოხდებოდა?! ადვილი მისახვედრია.
ადამიანი, რომელიც სრული დეზორიენტაციის ფაზაშია და გულთბილ მასპინძლებს ამას ეუბნება, ჩვენი პოლიტიკოსთა ნაწილი აპლოდისმენტებს არ იშურებს, ხოლო მეორე ნაწილს „ნონგრატობის“ მინიჭების გამბედაობა არ ჰყოფნის.
ალბათ რომელიმე მისივე თანამემამულე უფრო გაკიცხავს და გამოგვესრჩლება.
ამასაც მოვესწარით!“ – წერს დავით ზილფიმიანი Facebook-ზე.
ინფორმაციისთვის, თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება – ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.