ზელენსკი: რობერტ ფიცოზე თავდასხმა შემაძრწუნებელია, მტკიცედ ვგმობთ ძალადობის აქტს მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მეთაურის მიმართ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სახელმწიფოს მეთაურმა მომხდარ ფაქტს შემაძრწუნებელი უწოდა.

„მტკიცედ ვგმობთ ამ ძალადობის აქტს მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მეთაურის მიმართ. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიღებული, რათა ძალადობა არ იქცეს ნორმად არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი ფორმით და არც ერთ სფეროში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რობერტ ფიცო მალე გამოჯანმრთელდება, და სოლიდარობას ვუცხადებთ სლოვაკ ხალხს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები