იენს სტოლტენბერგი: შოკირებული და შეძრული ვარ სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე თავდასხმის გამო

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე თავდასხმის გამო შოკირებულია.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„შოკირებული და შეძრული ვარ სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე თავდასხმის გამო. ვუსურვებ მას ძალას სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ფიქრებით რობერტ ფიცოსთან ვართ, მის საყვარელ ადამიანებსა და სლოვაკ ხალხთან ერთად“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები