საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე, ჩვენი აზრებით ვართ მასთან და სლოვაკეთის ხალხთან ამ რთულ პერიოდში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ X-ზე.
ინფორმაციისთვის, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი საზოგადოებასთან გასვლითი სხდომის შემდეგ გავიდა. სროლის შემდეგ ის მიწაზე დაეცა. ფიცო მუცლის და გულის არეშია დაჭრილი.
We strongly condemn the brutal and reckless attack on H.E. Robert Fico, Prime Minister of 🇸🇰. Our thoughts are with him and the people of Slovakia during this challenging time.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 15, 2024