დავით ქართველიშვილი: სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
„საქართველოსა და სამართლიანობის დიდი მეგობარი, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო დაჭრილია და ვერტმფრენით გადაყვანილია ბრატისლავას ერთ-ერთ კლინიკაში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრს ჯანმრთელობა უსურვა.
„ტერორი ევროკავშირში! საქართველოსა და სამართლიანობის დიდი მეგობარი, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი – რობერტ ფიცო, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს. ფიცო დაჭრილია და ვერტმფრენით გადაყვანილია ბრატისლავას ერთ-ერთ კლინიკაში. თავდამსხმელი დაკავებულია – დაველოდოთ დამატებით ინფორმაციას და ვუსურვოთ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს გადარჩენა და ჯანმრთელობა. ყველას ვერ გაგვანადგურებთ!” – წერს დავით ქართველიშვილი.