ზურაბ ქადაგიძე – სალომე ზურაბიშვილს: პროტოკოლის დონეზე მაინც შეგეძლო, თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაში უძირო ქოთანივით, შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდეს
„ერთადერთი ფუნქცია დაგრჩა, ფორმალურად პრეზიდენტი გქვია და პროტოკოლის დონეზე მაინც, შეგეძლო თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, თუმცა ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაშივე თავზე გადაგახიეს პროტოკოლიც, თავმოყვარეობაც და უძირო ქოთანივით შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდეს!” – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის ფოტოს აქვეყნებს.