შარლ მიშელი: შოკირებული ვარ რობერტ ფიცოზე თავდასხმით, ამას ვერასდროს ვერაფერი გაამართლებს
შოკირებული ვარ რობერტ ფიცოზე თავდასხმით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„შოკირებული ვარ ჰანდლოვაში სლოვაკეთის კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის ამბით. ვერასდროს ვერაფერი გაამართლებს ძალადობას ან ასეთ თავდასხმას. ჩემი ფიქრები პრემიერმინისტრთან და მის ოჯახთანაა“, – წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს. რობერტ ფიცო ჰოსპიტალიზებულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.