„საოჯახო ალბომი და საქართველო“ – ფოტოგამოფენა გაიმართება
15 მაისს, 18:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში პაოლო პელეგრინის ფოტოგამოფენა
„საოჯახო ალბომი და საქართველო“ გაიმართება. გამოფენას ფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“ წარმოადგენს.
პაოლო პელეგრინი: „ავსტრალიაში ვიყავი, ტყის ხანძრის შემდეგ ფოტო პროექტზე სამუშაოდ, როდესაც ერთ მომენტში გავაცნობიერე, რომ პანდემიას ვერაფერს უხერხებდნენ. ის ყველგან ვრცელდებოდა. ჩემი ოჯახი დაბრუნდა შვეიცარიაში. ვიფიქრე, საზღვრებს კეტავენ. რა იქნება, თუ ავად გავხდი? იქნებ აქ ჩავრჩე? იქნებ ჩემი ცოლი ქეთრინი გახდეს ავად და ვერ ჩავიდე მასთან? გადავწყვიტე, ყველა ერთად ვყოფილიყავით. სასწრაფოდ შევწყვიტე მოგზაურობა ავსტრალიაში და დავბრუნდი სახლში, ცოტა ხნით ადრე, სანამ ფრენები აიკრძალებოდა და საზღვრებს ჩაკეტავდნენ.
„საოჯახო ალბომი და საქართველო“ გაიმართება. გამოფენას ფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“ წარმოადგენს.
პაოლო პელეგრინი: „ავსტრალიაში ვიყავი, ტყის ხანძრის შემდეგ ფოტო პროექტზე სამუშაოდ, როდესაც ერთ მომენტში გავაცნობიერე, რომ პანდემიას ვერაფერს უხერხებდნენ. ის ყველგან ვრცელდებოდა. ჩემი ოჯახი დაბრუნდა შვეიცარიაში. ვიფიქრე, საზღვრებს კეტავენ. რა იქნება, თუ ავად გავხდი? იქნებ აქ ჩავრჩე? იქნებ ჩემი ცოლი ქეთრინი გახდეს ავად და ვერ ჩავიდე მასთან? გადავწყვიტე, ყველა ერთად ვყოფილიყავით. სასწრაფოდ შევწყვიტე მოგზაურობა ავსტრალიაში და დავბრუნდი სახლში, ცოტა ხნით ადრე, სანამ ფრენები აიკრძალებოდა და საზღვრებს ჩაკეტავდნენ.
ჩვენ ვცხოვრობთ ჟენევაში, საკმაოდ პატარა ბინაში. სკოლები უკვე დაკეტილი იყო და მე და ჩემმა ცოლმა ვიფიქრეთ, რომ ამ სახლში ჩვენ შვილებს, ლუნას და ემას კარანტინის გატარება გაუჭირდებოდათ. როდესაც დავტოვეთ ქალაქი და მთისკენ გავემართეთ, ასე მეგონა, თითქოს რაღაც უცნობისკენ მივდიოდით, რომლის ჰორიზონტიც არ ჩანდა. არავინ იცოდა, რა მოხდებოდა ან როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. გადავწყვიტე, დოკუმენტურად ამესახა ეს გამოცდილება, თუნდაც მხოლოდ ჩვენთვის, ამიტომაც კამერებიც თან წავიღე.
ჩემი დაბადების დღიდან, რომელიც 11 მარტს მაქვს, ორი დღეში მთის სახლში მივედით. უკვე ორი თვეა, რაც აქ ვართ. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვინდოდა ბუნებაში ცხოვრება. მით უმეტეს — ასეთ დროს. ზაფხულიც აქ გავატარეთ. ეს არის შვეიცარიული სოფელი — როცა ქალაქიდან გადიხარ, ყველაფერი ასე გამოიყურება.
ჩვენ იზოლირებული ვართ ჩვენს პატარა სახლში. ძალიან გაგვიმართლა, რომ ყველა შევიკრიბეთ. წარმოშობით იტალიიდან ვარ და წარმოუდგენლად მიმძიმდა იმისი ყურება, თუ როგორ უარესდებოდა მდგომარეობა იტალიის ჩრდილოეთში პანდემიის დაწყებიდან პირველ რამდენიმე კვირაში. დაახლოებით ისეთი შეგრძნება მქონდა, რაც კონფლიქტის ზონებში გადაღებებზე მუშაობისას. თავიდანვე ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, რომ პანდემიის გადასაღებად არ წავიდოდი სამოგზაუროდ. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, ან, შესაძლოა, მთელ ჩემს კარიერაში ეს იყო პირველად, როდესაც ვიფიქრე, რომ არ გადავიღებდი ასეთი მნიშვნელობის მოვლენას.
ეს ფოტოები ძალიან განსხვავდება ჩემი სხვა ნამუშევრებისგან.
ათწლეულების მანძილზე ცოცხალი და ძალიან დინამიკური ხასიათის მქონე ფოტოებზე მუშაობის შემდეგ, მივხვდი, რომ ამჯერად დუმილი მსურდა. აქამდე ჩემი ოჯახის გადაღებას ასე სერიოზულად არ მოვკიდებივარ. დიახ, მე გადავიღე ისინი iPhone-ით ხელში, როგორც ამას ნებისმიერი სხვა მშობელი გააკეთებდა. ძალიან მინდოდა, რომ ეს მომენტი დამეფიქსირებინა. ეს ოჯახთან ერთად გატარებული ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რადგან ყოველთვის ვმოგზაურობ, ყოველთვის ვტოვებ მათ, ამიტომ მათთან ერთად გატარებული ეს დრო განსაკუთრებულია. ამ ფოტოებს კარანტინის დღიურად არ აღვიქვამ, თუმცა აქვს ამის გარკვეული ელემენტები, მაგრამ მინდოდა, რაღაც უფრო უნივერსალური და ისეთი გამომეხატა, რაც ზედროულია. ამავე დროს, ფოტოები ჰყვება გოგოების, დროის მდინარების და ცვლილებების შესახებ. ეს იყო რაღაც წამიერი, მაგრამ იმავდროულად, დროის მიღმა არსებულიც.
თანამედროვეობაში სულიერების საკითხის მოსაკვლევად პაოლო პელეგრინმა საქართველოში იმოგზაურა. ის, რაც მან აქ იხილა — დუხობორებთან, მეჩეთებში, სინაგოგებსა და აღდგომის დღესასწაულზე თბილისის ეკლესიებში, რწმენის მიმართ ადამიანების დამოკიდებულების კუთხით — არქაულობის შეგრძნება აღუძრა — იმის მსგავსი, რაც ოდესღაც იტალიაშიც განუცდია“.
ფოტოების შესახებ გაკეთებულ კომენტარებში იგი ამბობს: „მე იტალიიდან ვარ, ქვეყნიდან, სადაც რომის კათოლიკურ ეკლესიას საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი როლი უჭირავს, მაგრამ ჭეშმარიტი რწმენა ნაკლებად იგრძნობა. საქართველოში კი სრულიად სხვა დამოკიდებულება აღმოვაჩინე. ღვთისმოსაობა დამხვდა ყველგან — სოფლებში, თბილისში, ძველ ეკლესიებში და ახლად აშენებულ სამების ტაძარშიც. ყველა ეკლესია სავსე იყო ხალხით, მაგრამ დამსწრეთა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი მათი თავდადება მომეჩვენა, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. საკვირველი იყო საეკლესიო ცხოვრებაში ჩართული ამდენი ახალგაზრდის ნახვა. არ მახსენდება სხვა ადგილი, მუსლიმურ ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით, სადაც მსგავსი ღვთისმოსაობა მინახავს“.
გამოფენის კურატორია: დინა ოგანოვა.
გამოფენის კურატორია: დინა ოგანოვა.