თეთრი სახლის პრესმდივანი: თუ პარლამენტი კანონმდებლობას მიიღებს, იძულებული ვიქნებით, საქართველოსთან ურთიერთობები ფუნდამენტურად გადავაფასოთ
შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ ის თუ ამ კანონმდებლობას მიიღებს, გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი აფიქსირებს თავის შეხედულებებს ამ კანონმდებლობის შესახებ და მას ქუჩებში აპროტესტებს.
„მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი პოტენციური ვეტოს გადალახვას, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს. ნუ დავივიწყებთ ნატო-საც. ქართველი ხალხი აფიქსირებს თავის შეხედულებებს ამ კანონმდებლობის შესახებ, აპროტესტებს ქუჩებში, როგორც თქვენ ყველამ გაავრცელეთ ამ შაბათ-კვირას. ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სადაც ათიათასობით მშვიდობიან მომიტინგეს ვერ აფერხებს დაშინების ტაქტიკა და ისინი ეუბნებიან მთავრობას, უარი თქვან ამ კანონმდებლობის მიღებაზე, რადგან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ ის თუ ამ კანონმდებლობას მიიღებს, გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.