პარტია „მოქალაქეები“ საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს
პარტია „მოქალაქეები“ საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 84 ხმით გაყიდა საკუთარი სამშობლო და უღალატა ქართველ ხალხს.
პარტია „მოქალაქეები“ ვაცხადებთ საპარლამენტო ბოიკოტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს.