პარლამენტში დეპუტატებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის ტარიელ ნაკაიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობის წევრებს მიმართა: „ნუ გაყიდით საქართველოს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს. წყალში ნუ ჩაყრით წინაპრების ღვაწლს”
აღნიშნული განცხადების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა ტარიელ ნაკაიძეს „ნომრიანი აგენტი“ უწოდეს.