სალომე ზურაბიშვილი: ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა – „აბა, რა არის მასში რუსული“, ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ
,,ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა, რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა – წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო – მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.