პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, ვენეციის კომისია ძალიან მალე გამოაქვეყნებს დასკვნას – საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და არა სხვა ვინმე, მაგრამ ელჩის მოვალეობაა, განვმარტო, რა იქნება შედეგები, თუ მისი მიღება მოხდება

“საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და არა სხვა ვინმე. მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა იქნება შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტის მიღება მოხდება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია დასკვნას მალე გამოაქვეყნებს.

„გავიმეორებ, რომ თუკი ამ კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება მოხდება, ის სერიოზულ დაბრკოლებას შექმნის ევროინტეგრაციისკენ საქართველოს გზაზე. აი, რატომ გსურს დახმარება არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ვიცით, რომ ვენეციის კომისიას, რომელიც სამართლებრივ საკითხებში საერთაშორისო სტანდარტების დამდგენია, სთხოვეს, წარადგინოს სამართლებრივი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ვენეციის კომისია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან და რომელიც ეკუთვნის ევროპის საბჭოს, რომლის სრულუფლებიანი წევრიც საქართველოა, ძალიან მალე გამოაქვეყნებს ამ დასკვნას. საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, თუ როგორ იმოქმედოს ვენეციის კომისიის ამ მოსაზრებაზე. კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული არსებული ფორმით“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები