პაველ ჰერჩინსკი: თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე

“თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე”, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

ელჩის თქმით, კანონი, არსებული ფორმით, შეუსაბამოა იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რასაც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო იზიარებს.

“ნება მომეცით, გავიმეორო, რაც ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს: იმ შემთხვევაში, თუ ამ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი, არსებული ფორმით, შეუსაბამოა იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ვიზიარებთ.

გულწრფელად ვიმედოვნებ, გამოიძებნება გზა იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. მესამე მოსმენა დაგეგმილია შემდეგ კვირაში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კანონპროექტის გაწვევის შესაძლებლობა და თუკი ეს არ მოხდა, ყველა პროცედურული შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის არსებული ფორმით მიღება. იმ შემთხვევაში, თუ კანონის მიღება მოხდება, სამწუხაროდ, ევროკავშირს ჩვენ წევრ სახელმწიფოებს, სხვა გზა არ ექნება, გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები