„გამჭვირვალობის კანონის“ განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მესამე მოსმენით იქნება. ეს გახლავთ რედაქციული ხასიათის განხილვა და აქ რაიმე დიდი ცვლილების მოლოდინი არ გვაქვს. რაც შეეხება პლენარულ სხდომას, განხილვა სამშაბათს იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ცნობილია.
”საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში, შიგნით ოპოზიცია ამას რომ არ გამოიყენებდა გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით უცხოელმა აქტორებმა, ნაცვლად იმისა, რომ თუკი რამე სათქმელი ან რეკომენდაცია ჰქონდათ ეთქვათ, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება 9 რეკომენდაციიდან პირველ რეკომენდაციას. პირველივე ტესტზე უცხოელმა აქტორებმა ეს ტესტი ვერ ჩააბარეს და დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს ამ კანონის წინააღმდეგ იმისთვის, რომ საზოგადოებაში განწყობები ჩამოეყალიბებინათ და არა განსჯა ამ კანონთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ ვთქვით კიდეც, რომ ბოლო პერიოდში დაიწყეს უცხოელმა აქტორებმა იმაზე საუბარი, რომ შენიშვნები და რეკომენდაციები შეიძლება ჰქონდეთ. ვნახოთ, ჯერჯერობით ვერაფერი მოვისმინეთ. რამეს თუ მოვისმენთ რეკომენდაციის სახით მათ შეუძლიათ ვეტო გამოიყენონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.