“პუტინი გაჩერებას არ აპირებს, უკრაინას თითოეული ქვეყნის მხრიდან მკაფიო პოზიცია სჭირდება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი საინფორმაციო აკვარიუმში იმყოფება და გაჩერებას არ აპირებს.

მისი თქმით, უკრაინა საკუთარი თავისთვის და ევროპისთვის იბრძვის, ამიტომ საერთაშორისო მხარდაჭერას საჭიროებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უნდა დავიცვათ უკრაინა. ეს არის ჩვენი მომავალი და დამოუკიდებლობა. პუტინი გაჩერებას არ აპირებს. ის საინფორმაციო აკვარიუმშია, მისი სპეცსამსახურების მიერ აშენებულ სამყაროში, მასში ცხოვრობს”,- თქვა უკრაინის ლიდერმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სანქციები არც ისეთი ეფექტურია.

“ისინი პოულობენ ფორმატებს მათთვის გვერდის ავლისთვის. პუტინის ინაუგურაციაზეც მიდიან”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს კვლავ უდგას თანამედროვე თავდაცვითი მხარდაჭერის საჭიროება, რომელსაც შეეძლო მიმდინარე წელს რუსეთის შეტევის, სავარაუდო გეგმის ჩაშლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები