გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება

სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდზე სისტემატურად არის ხარვეზის შექმნის მცდელობა, თუმცა ამ ეტაპზე „იმედის” ყველა პლატფორმა, imedi.ge და imedinews.ge ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

„მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაციის ავთენტურობა, რათა არ გავრცელდეს დეზინფორმაცია და არ მოხდეს ტელეკომპანია „იმედის“ დისკრედიტაციის მცდელობა.

ვიმედოვნებთ, ფაქტ-ჩეკერს, რომელიც საქართველოში „მეტას” ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ოპერირებს, ამ დეზინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები