როდის უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ქამრები

ორთოპედიულ ქამრებს მომხმარებლები პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით ატარებენ. ეს პროდუქტი ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს ყოველდღიურობას, რადგან ამცირებს ტკივილს და ხსნის დისკომფორტს წელის არეში. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, გააჩნია პლასტმასის ჩანართები წელის მიდამოში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელსა და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • თორაკოლუმბალური (გულ-მკერდ-წელის) კორსეტი – დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
  • ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც ექიმის დანიშნულებით.

ორთოპედიული ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. მათი მრავალფეროვანი არჩევანია სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვაში“. ბეჭების ქამრების შეძენა სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში – თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის შესაძლებელი. მაღაზიებში შეხვდებით ისეთ ცნობილი ბრენდების პროდუქტებს, როგორიცაა: Sigvaris, Morsa Cyberg, Bauerfeind, Anita, FDI და კიდევ სხვა საერთაშორისო მწარმოებლები. სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ამ ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს და არის პირველი მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები