რატი იონათამიშვილი: ფარისევლობის ისეთ მასშტაბს, ისეთ უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია, ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს

“ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ფარისევლობის მხილება არავის უნდა გაუკვირდეს.

„ფარისევლობის ისეთ მასშტაბს, ისეთ უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია, ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს. ნებისმიერს, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ. მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ მათ ფარისევლობასაც ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც და საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები