ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტის მესამე მოსმენით უკვე გატანას და მიღებას

“ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტის მესამე მოსმენით უკვე გატანას და მიღებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა ქვეყანაში მოწყვლადი აღმოჩნდა.

„გამჭვირვალობა, რომელიც, ასე ვთქვათ, დემოკრატიის მთავარი დროშა არის, საქართველოში ეს დროშა მოწყვლადი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“ დაფინანსება ხმარდება სწორედ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას, რადიკალიზმის გაღვივებას. აქედან გამომდინარე, ამის გასაჯაროება არ უნდათ. აკრიტიკებენ ქვეყანას, რატომ გინდათ, ქვეყანაში პროცესები იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არჩევნების გზით წყდებოდესო. ეს არის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამოაშკარავდა. ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტის მესამე მოსმენით უკვე გატანას და მიღებას”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები