მაია ბითაძე: სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს თავს ესხმის

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც სამართალდამცველებს ეხება.

„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს ესხმის თავს და აგულიანებს მოქალაქეებს იმისკენ, რომ ზიანი მიაყენონ პოლიციელებს, რომლებიც უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“, – აცხადებს ბითაძე.

ზურა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა: „ყოველდღიური აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მათ ვერ შეძლონ პოლიციელების დასვენება. პოლიციელები უნდა იდგნენ, იმორიგეონ, ღამეები ათენონ, როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები