დავით მათიკაშვილი: პოლიცია დგას თავის სიმაღლეზე და პოლიციელი გმირია

“მან დაღალოს თავისი პარტიის წევრები, შეუძლიათ სხვადასხვა შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა და იქ დაიღალონ, პოლიციის ღირსებას ისინი ვერ შეეხებიან”, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი სამართალდამცველებთან დაკავშირებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას.

მისი თქმით, პოლიციელი გმირია.

„პოლიცია დგას თავის სიმაღლეზე და პოლიციელი გმირია. ის მოქმედებს კანონის სრული დაცვით და ყველა მცდელობა, რომ გადავიდნენ კანონის ზღვარს, იქნება აღკვეთილი. რაც შეეხება ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მან დაღალოს თავისი პარტიის წევრები, შეუძლიათ სხვადასხვა შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა და იქ დაიღალონ, პოლიციის ღირსებას ისინი ვერ შეეხებიან. შორს ხელები პოლიციისგან“, – აცხადებს მათიკაშვილი.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა: „ყოველდღიური აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მათ ვერ შეძლონ პოლიციელების დასვენება. პოლიციელები უნდა იდგნენ, იმორიგეონ, ღამეები ათენონ, როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები