“თუ ამ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორები აღიქვამენ, როგორც მშვიდობიან პროტესტს, მაშინ მშვიდობიანი პროტესტია, რაც იქ ხდებოდა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და რატომ იყენებენ ძალას აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები?” – მათიკაშვილი

თუ ამ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორები აღიქვამენ, როგორც მშვიდობიან პროტესტს, მაშინ მშვიდობიანი პროტესტია, რაც იქ ხდებოდა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და რატომ იყენებენ ძალას აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

„საზოგადოება უყურებს ვანდალიზმს, მშვიდობიანი თავშეყრის, მანიფესტაციის და პროტესტის ფარგლების უხეშ გადაცილებას, პოლიციელების მიმართ უხეშ შეურაცხყოფას, ქვების სროლას, პარლამენტის ჭიშკრის ჩამოღების მცდელობას, ცეცხლის დანთებას, ბარიკადების მოწყობას, დაუმორჩილებლობას. ამ ყველაფერს თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიქვამენ, როგორც მშვიდობიან პროტესტს, მაშინ მშვიდობიანი პროტესტია, რაც იქ ხდებოდა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და რატომ იყენებენ ამ მშვიდობიანი პროტესტის მიმართ ძალას შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოები? საფრანგეთშიც მშვიდობიანი პროტესტი ყოფილა, როდესაც მანქანებს და მაღაზიებს წვავდნენ მომიტინგეები და რატომ ხდებოდა ამ მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივად ჩახშობა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება? აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან შეუსაბამოა“, – აცხადებს  მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები